Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მწერლის, მეცნიერისა და მთარგმნელის - შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2025 წლის 20-21 დეკემბერს გამართავს მწერლის, მეცნიერისა   და მთარგმნელის - შალვა ვარდიძისადმი  მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას - ქართული კულტურის მოამაგე - შალვა ვარდიძე
 
კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2025 წლის 15 ნოემბრამდე თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
 
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
 
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა კონფერენციაში.

 

თეზისების გაფორმების წესი:


ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)


საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

თარიღი: 01/10/2025